ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე 137 სკოლა და 358 კლასია
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 137 სკოლა და ცალკეული 358 კლასი.
უწყების ინფორმაციით, , მესამე კვირაა სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.7%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს.

ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70,9%“.

| Print |
FaceBook Twitter Google