ცესკომ ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა 3 დეკემბერს დანიშნა
ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომის თარიღი ცნობილია.საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 2021 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

აღნიშნულთან დაკავშირებით განკარგულება ცესკომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო და ის მიღებისთანავე ამოქმედდა.
კანონმდებლობის თანახმად, ახალი მოწვევის საკრებულოების პირველ სხდომებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს არჩევნების შედეგების ოფიციალურად შეჯამებიდან 30 დღის ვადაში. ეს ვადა 13 დეკემბერს იწურებოდა. საკრებულოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველის წყდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე.

| Print |
FaceBook Twitter Google