სოფელ გომბორსა და უჯარმაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია განხორციელდა
კახეთის რეგიონში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის COVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება.

ამჯერად, მობილური ამცრელი ჯგუფები გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - გომბორსა და უჯარმაში ჩავიდნენ და ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაცია განახორციელეს.

COVID - 19- ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი.
"მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კახეთში აცრის მსურველ მოქალაქეებს ადგილზე შევუქმნათ ვაქცინაციის ჩატარებისთვის საჭირო სერვისი, ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პენსიონერი მოქალაქეები ვაქცინაციის პარალელურად მიიღებენ ფულად დანამატს"- აღნიშნა პლატონ კალმახელიძემ.



| Print |
FaceBook Twitter Google