მსესხებლების 13.3% კრედიტს ვეღარ იხდის
საქართველოში მსესხებლების 13,3%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება.

ამის შესახებ სააგენტო bpn წერს. „კრედიტინფოს“ 2021 წლის ოქტომბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 239 202 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 455 480-ს შეადგენს. საერთო ჯამში, ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 804 560 ადამიანს აქვს, ჯამში 30 083 432 075 ლარის მოცულობის.

აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 87,8% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, ოქტომბრის მდგომარეობით, ბანკებიდან 27 487 441 819 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 584 465 მსესხებელს აქვს აღებული.


| Print |
FaceBook Twitter Google