კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის ინფირმაციით,  ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის მიმდებარედ, მოქალაქე, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა 1,7 კუბური მეტრი რცხილის სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას. სამართალდარვევაზე ადმინისტრაცოული ოქმი შედგა


ქალაქ ახმეტაში, მოქალაქე 16 ერთეული წიფლის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყის (მორი) ტრანსპორტირებას ახდენდა. მძღოლი არ დაემორჩილა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნას, მოახერხა გაქცევა და ავტომობილის მორებისგან დაცლა.
დეპარტამენტის ცნობითვე,  აღნიშნული მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, პოლიციის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა.




| Print |
FaceBook Twitter Google