კორონავირუსის ახალი შტამის გამო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რეგულაციები წესდება
კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით,
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის
მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები
წესდება.
ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის
განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია,
საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს
საკარანტინე სივრცეში.
აღნიშნული ქვეყნებია:
-სამხრეთ აფრიკა
-ბოცვანა
-ზიმბაბვე
-ნამიბია
-ლესოტო
-ესვატინი (სვაზილენდი)
-მოზამბიკი
-მალავი
14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს
ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.
საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და
PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის
მოქალაქეების შემთხვევაში - თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.
გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნულ ქვეყნებში
კორონავირუსის ახალი „ომიკრონი“ შტამის დაფიქსირების გამო მიიღო და ის
28 ნოემბრიდან ამოქმედდება.
მასალის გამოყენების პირობები