კორონავირუსით საქართველოში კიდევ 47 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 954 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 840 593-ს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 477 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 783 987. კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 974 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.74%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.0% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.04%.

| Print |
FaceBook Twitter Google