ჩვენ მოვითხოვთ სააკაშვილის პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას- დიმიტრი საძაგლიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს, თუმცა, პროცესის დაწყებამდე შუამდგომლობების შინაარსის გაჟღერებისგან ის თავს იკავებს.

როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით დღეს „ისტორიული პროცესი გაიმართება“.
„ეს არის ისტორიული პროცესი როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით და მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი პაუზის შემდეგ მიეცემა საშუალება ქართველი საზოგადოების წინაშე წარსდგეს. ბუნებრივია, ჩვენ მოვითხოვთ, რომ პირდაპირ ეთერში მოხდეს ტრანსლირება და მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ჰქონდეს გადაღების საშუალება სასამართლო პროცესზე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა საქმე, რომლის მიმართაც მსგავსად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებულიყო. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო არ დაკავდება იმით, რომ როგორმე შეზღუდოს პროცესის საჯაროობა და უზრუნველყოფილი იქნება ტელეკომპანიების მიერ პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემა. ჩვენ გვექნება შუამდგომლობები, რომელიც პროცესის დაწყებამდე არ გვსურს. თუმცა, ცხადია, პროცედურულად მივყვებით და გარკვეულ შუამდგომლობებს დავაყენებთ. თუნდაც, უსამართლო, ივანიშვილის სასამართლოში ვიზრუნოთ მიხეილ სააკაშვილის დაცვაზე“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google