კახეთში თბილი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში თბილი და მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსამდე გათბება.

ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც მზიანი დღე იქნება, დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღშიც, სადაც დღისით +18, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /