სოციალურად დაუცველები და საჯარო მოხელეები ონლაინ კაზინოებში ვეღარ ითამაშებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინანსთა მინისტრმა მოამზადა სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები, რომლის თანახმადაც, იზღუდება სათამაშო ბიზნესის რეკლამა და იზრდება დაბეგვრის განაკვეთი.


„ონლაინ-სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება. ჯამურად სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70 პროცენტით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, 25 წლამდე მოქალაქეებს აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში ჩართვა. ასევე განისაზღვრა პირთა, წრე, რომელთაც აეკრძალება აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, მათ შორის არიან: სოციალურად დაუცველი პირები, რომელიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან; საჯარო მოხელეები; პირები რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით (ე.წ. შავი სია); პირები, რომლებიც შავ სიაში მოხვდებიან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახის წევრების მოთხოვნით.

ასევე იკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა, თუმცა ძალაში რჩება სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა.

„აიკრძალება ყველანაირი სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება.სათამაშო ბიზნეს ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაუქმება, ძირითადად შეიძება მხოლოდ სპორტს შეეეხოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google