კორონავირუსით კახეთში კიდევ 84 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 954 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1015 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება:აჭარა - 105, იმერეთი - 313, ქვემო ქართლი - 97, შიდა ქართლი - 85, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 106, კახეთი - 84, მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 606 საიდანაც: 6 566 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 607, აჭარაში - 509, იმერეთში - 1 423. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 728 პირი, მათ შორის, თბილისში - 661, აჭარაში - 125, იმერეთში - 505. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი, მათგან თბილისში - 207, აჭარაში - 40, იმერეთში - 35. 1 160 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 710 - თბილისში, 243 - აჭარაში. 36 880 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 0. თვითიზოლაციაში იმყოფება 41 660 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google