უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, კორონავირუსის
ახალი აფრიკული შტამის გავრცელების გამო, საქართველოში 8 ქვეყნიდან
შემოსვლაზე შეზღუდვები წესდება.
შეზღუდვა ეხება: სამხრეთ აფრიკას, ბოტსვანას, ზიმბამბვეს, ნამიბიას,
ლესოთოს, ესვატინს, მოზამბიკს და მალავს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,რომელსაც ბოლო 14 დღის
განმავლობაში, ნებისმიერი პირს, მიუხედავად იმისა, საქართველოს
მოქალაქეა თუ არა აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია ,
მოუწევს 14 დღიანი იზოლაცია/კარანტინს გავლა.
„14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს
ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.ცნობისთვის საქართველოს მოქალაქეების
შემთხვევაში, საკარანტინო სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს
სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – თავად უცხო
ქვეყნის მოქალაქე.
გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნულ ქვეყნებში
კორონავირუსის ახალი „ომიკრონი“ შტამის დაფიქსირების გამო მიიღო და 28
ნოემბრიდან ამოქმედდება. .- ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ
გავრცელებულ განცხადებაში
მასალის გამოყენების პირობები