სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე გიგი უგულავა დააკავეს
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გიგი უგულავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის გოგა მემანიშვილის განმარტებით, გიგი უგულავა დაკავებულია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა. სხდომას პირველად ესწრება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სასამართლოსთან პოლიციის მობილიზებაა. პოლიციასა და მოქალაქეებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა.აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, დავით აღმაშენებლის ხეივანში, საბურთალოსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / უგულავა /