არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას – მიხეილ სააკაშვილი
არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 29 ნოემბერს, 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

ექსპრეზიდენტის ციტატას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს, რომელიც ერთადერთი მედიასაშუალებაა, რომელიც დღეს პროცესს ესწრება. სხვა ჟურნალისტებს არათუ სასამართლოს შენობაში, არამედ მის ეზოშიც არ უშვებენ.

სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში გორის ჰოსპიტლიდან, დილით, დაახლოებით 10:00 საათზე გადაიყვანეს. პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google