საქართველოში კორონავირუსით კიდევ 80 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 050 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 845 643-ს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 214 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 788 201. კორონავირუსით გარდაცვალების 80 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 054 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.38%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.96% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.95%.

| Print |
FaceBook Twitter Google