კახეთში კორონავირუსით კიდევ 317 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 050 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1821 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 240, იმერეთი - 865, ქვემო ქართლი - 293, შიდა ქართლი - 482, გურია - 160, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 475, კახეთი - 317, მცხეთა-მთიანეთი - 172, სამცხე-ჯავახეთი - 156, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 69.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 362 საიდანაც: 6 554 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 600, აჭარაში - 510, იმერეთში - 1 423. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 674 პირი, მათ შორის, თბილისში - 651, აჭარაში - 121, იმერეთში - 504. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი, მათგან თბილისში - 201, აჭარაში - 38, იმერეთში - 35. 1 135 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 693 - თბილისში, 241 - აჭარაში. 37 673 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 0. თვითიზოლაციაში იმყოფება 40 494 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google