გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ოპოზიციონერი გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ის მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან უკვე გადმოიყვანეს.
ცნობისთვის, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სამართალდამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google