როგორი ამინდი იქნება საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 2 დეკემბრამდე წვიმაა მოსალოდნელი. დროგამოშვებით მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა -გააქტიურება გამოიწვიოს.

3 დეკემბრიდან 5 დეკემბრამდე აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა +9 გრადუსიდან +14 გრადუსამდე მოიმატებს.დასავლეთ საქართველოში 3-4 დეკემბერს უნალექო ამინდს ელოდებიან, 5 დეკემბრიდან კი წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერტურა +14, +17 გრადუსი იქნება.

თბილისში 2 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. უნალექო ამინდი 5 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. ჰაერი მაქსიმუმ +14 გრადუსამდე გათბება.მაღალ მთაში 5 დეკემბრამდე თოვლია მოსალოდნელი. ჰაერი მაქსიმუმ +2 გრადუსამდე გათბება.

| Print |
FaceBook Twitter Google