კორონავირუსით კიდევ 65 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 459 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 850 102-ს.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.65%.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 957 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 792 158. კორონავირუსით გარდაცვალების 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 119 პირი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google