კახეთში კორონავირუსით 260 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 459 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1740 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 186, იმერეთი - 843, ქვემო ქართლი - 257, შიდა ქართლი - 349, გურია - 136, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 358, კახეთი - 260, მცხეთა-მთიანეთი - 128, სამცხე-ჯავახეთი - 171, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 799 საიდანაც: 6 545 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 674 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 370 პირი, 1 125 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 38 129 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 41 760 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google