სოფელ ჯიმითში 68 წლის ქალს ეძებენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითიდან გაუჩინარებულ 68 წლის ქალს ეძებენ. თინა შიშნიაშვილი სახლიდან  28 ნოემბერს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მისი ხელჩანთა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა სოფელში იპოვეს. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ შესაძლოა ქალი თელავის მიმართულებით წასულიყო. მათივე თქმით, ქალს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი აქვს და სავარაუდოდ სახლის მისამართს ვეღარ იხსენებს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია და სამაშველო ბრიგადები, რომლებიც შიშნიაშვილს სპეციალური ტექნიკის გამოყენებითაც ეძებენ.
| Print |
FaceBook Twitter Google