გიგი უგულავა ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დღევანდელ პროცესზე ორი სამართალდამცველი დაიკითხა, რომელთა განცხადებით, უგულავას დაკავებაში მონაწილეობდნენ. სამართალდამცველების განმარტებით, უგულავამ მათ „ძაღლები” უწოდა და გზის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა. უგულავას თქმით კი, სამართალდამცველებისთვის პიროვნული შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

შეგახსენებთ, რომ უგულავა სამართალდამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები უგულავა / ჯარიმა /