ახალი შტამის გავრცელების ალბათობა არსებობს, რადგან ხალხი მოგზაურობს - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, ახალი შტამის გავრცელების ალბათობა არსებობს, რადგან ხალხი მოგზაურობს და შტამი მარტივად მიგრირებს.

გაბუნიამ ისიც აღნიშნა, რომ მისი უწყება კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციებს გადის.

„ამ რისკებისგან ჩვენ დაცული არ ვართ, რადგან ყველა ეპიდუსაფრთხოების წესი, რომელიც უნდა მუშაობდეს, ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. დამატებით რეკომენდაციებზე ჩვენ კონსულტაციები გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. როგორც კი იქნება რეკომენდაციები, ამაზე ვიმუშავებთ. 6 დეკემბერს არის ერთი კონსულტაცია ჩანიშნული, მომდევნო კვირის განმავლობაში დამატებითი ინფორმაცია იქნება გავრცელებული და ამას გავიზიარებთ“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google