კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით გურჯაანის მოსახლეობის 32% აიცრა
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სოფლების ამბულატორიებში ბოლო ორ კვირაში 1000-ზე მეტი მოქალაქე აიცრა.

იმუნიზაციის ექიმის ნონა შანიძის განმარტებით, ვაქცინაცია კარგი ტემპით მიმდინარეობს.
„ განსაკუთრებით 60 წლის ზევით ასაკის მოქალაქეები იცრებიან. მოტივირებულები არიან , რადგან საპენსიო დანამატი აქვთ. უნდა აღინიშნოს, რომ პრიორიტეტი არის ფაიზერის ვაქცინა, მას მიყვება სინოფარმი და სინოვაკი. ჯერჯეროით რაიონში მოსახლეობის 32 პროცენტია აცრილი, გეგმა გვაქვს რომ 60 პროცენტამდე გავზარდოთ მოცვა. ეს არის ერთადერთი გზა რომელიც კოვიდინფექციისგან დაგვიცავს. “

მისივე თქმით, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა ახაშნის,ჩუმლაყის,ვეჯინისა და კარდენახის ამბულატორიები.

| Print |
FaceBook Twitter Google