როგორი ამინდი იქნება კახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე გათბება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +7 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /