დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა
1992 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ანსამბლეის რეზოლუციით, 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.

მას შემდეგ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. რეზოლუციის მიზანი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში შშმ პირთა უფლებების დაცვა და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფაა. ასევე, ცნობიერების ამაღლება ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრების ყველა ასპექტში.

შშმ პირთა საკითხებზე ათწლეულების მუშაობის შემდეგ, 2006 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენცია, რომელმაც წინ წამოწია შშმ პირთა უფლებებისა და კეთილდღეობის საკითხები. ყოველივე ეს კი აისახა 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგშიც და ამავდროულად, საერთაშორისო განვითარების სხვა ჩარჩოებზეც გამახვილდა ყურადღება. როგორიცაა, მაგალითად, სენდაის კატასტროფების რისკის შემცირებისთვის შემუშავებული დოკუმენტი, შშმ პირთა ჩართულობის ქარტია, ახალი ურბანული დღის წესრიგი და ადის აბაბის სამოქმედო გეგმა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შშმ პირები /