გურჯაანის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარეები აირჩიეს
გურჯაანის ახალი მოწვევის საკრებულომ დღეს პირველი სხდომა გამართა. კენჭისყრით სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს.

იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ვლადიმერ მუსალბიშვილი დაასახელეს. საფინანსო - საბიუჯეტო კომისიას გივი რამაზაშვილი უხელმძღვანელებს. სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ ლელა თევდორაშვილი დაინიშნა.
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვანო ბურდიაშვილიგახდა, ხოლო სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარედ ვაჟა მამისაშვილი დაასახელეს.

კენჭისყრაში უმრავლესობის 27- მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა.

| Print |
FaceBook Twitter Google