ვინ აირჩიეს დედოფლისწყაროში საკრებულოს თავმჯდომარედ და მოადგილეებად
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნასრაშვილმა გახსნა. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნუგზარ პაპიაშვილის კანდიდატურა დასახელდა, რომელიც ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. ასევე, ხმათა უმრავლესობა მოიპოვეს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებმაც.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ - გოჩა სამუკაშვილი, ხოლო მოადგილეებად - გივი გიგაური და დავით ალუღიშვილი აირჩიეს.
დღესვე საკრებულოს წევრებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს კომისების თავმჯდომარეებიც: საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას მამუკა სეფიაშვილი უხელმძღვანელებს, სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას - მიხეილ ბახუტაშვილი, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას - არსენა ბაღაშვილი, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიას - ნიკოლოზ ხუციშვილი, იურიდიულ საკითხთა კომისიას - გიორგი გოგილაშვილი.

2021 წლის მოწვევის საკრებულოში ორი ფრაქცია იქნება წარმოდგენილი.  ფრაქცია „ქართულო ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ნუგზარ ყოჩიაშვილი უხელმძღვანელებს, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი - ლევან ბაღაშვილი.

ცნობისთვის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოში სულ 30 წევრია. აქედან, 10 მაჟორიტარული წესით, 20 კი - პროპორციული სიით არჩეული. 30 წევრიდან  ,,ქართულ ოცნებას“ 24 წარმომადგენელი ჰყავს, "ნაციონალურ მოძრაობას" - 5 , ხოლო სახალხო პარტიას - 1 წარმომადგენელი.

| Print |
FaceBook Twitter Google