სიღნაღის საკრებულოს ყოფილი გამგებელი უხელმძღვანელებს
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მეხუთე მოწვევის საკრებულოს  სხდომა გაიმართა.
სესიაზე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დავით ჯანიკაშვილი ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. ის 2014-2017 წლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.

საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, პირველი მოადგილის ივანე მირიანაშვილის და მოადგილეების- ილია ბაიდოშვილისა და გია პავლიაშვილის კანდიდატურები დაასახელა.

საკრებულოს წევრებმა, წარმოდგენილი კანდიდატურები ფარული კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.

დღევანდელ სხდომაზე საკრებულომ ცნობად მიიღო ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაფუძნება. ასევე განსაზღვრა საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების პერსონალური შემადგენლობ, აირჩიეს კომისიის თავმჯდომარეებიც.

ცნობისთვის, 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო 36 დეპუტატით დაკომპლექტდა. პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ 26 დეპუტატითაა წარმოდგენილი, აქედან 12 მაჟორიტარული სისტემით, ხოლო 14 პროპროციული სიით. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"  9 დეპუტატი ჰყავს, ხოლო პარტია ,,საქართველოსთვის“ -1.

| Print |
FaceBook Twitter Google