ოპოზიციამ თელავში საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევაში მონაწილეობა არ მიიღო
თელავის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თავმჯდომარედ თენგიზ მთვარელიშვილი აირჩია, ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მამუკა ბურდიაშვილი აირჩიეს, მოადგილეების თანამდებობები კი მიხეილ დაღუნდარიძემ და ალექსანდრე შათირიშვილმა დაიკავეს.

მათი კანდიდატურები წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ, თენგიზ მთვარელიშვილმა დაასახელა, რასაც მხარი უმრავლესობის ოცდაორივე წევრმა დაუჭირა, ოპოზიციამ კი კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიიღო.

თელავის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ გაიპარაშვილმა გახსნა.
| Print |
FaceBook Twitter Google