შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზებით, აღნიშნული პირების უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ღონიძიებაში მონაწილეობა ა(ა)იპ სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი - თემი ქედელის, ა(ა)იპ შშმ პირთა მშობელთა კავშირის და ა(ა)იპ ბროწლიანის სათნოების სახლის ბენეფიციარებმა მიიღეს.

მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა საცეკვაო და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სოლიდარობა ა(ა)იპ სამუსიკო-სახელოვნებო სკოლების გაერთიანების მოსწავლეებმა გამოუცხადეს და ქართული საგალობლები შეასრულეს.

ამავე დღით, თემი ქედელის ბენეფიციარების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა ღონიძიებაში მონაწილეებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღევანდელი დღისთვის. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენ აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა გვაკავშირებს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ყველა საინტერესო ინიციატივას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართულობას და ინტეგრაციას ხელს შეუწყობს, მხარს დაუჭერს, “-აღნიშნა მალხაზ ბეგიაშვილმა.

[R]
| Print |
FaceBook Twitter Google