კახეთში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარებული ტესტირების შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 3 950 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 861 883-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 014 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 801 864.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 298 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 950 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 657 შემთხვევა, აჭარა - 152, იმერეთი - 686, ქვემო ქართლი - 222, შიდა ქართლი - 343, გურია - 108, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 274, კახეთი - 208, მცხეთა-მთიანეთი - 126, სამცხე-ჯავახეთი - 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40.


| Print |
FaceBook Twitter Google