ლაგოდეხში საკრებულოს თავმჯდომარედ კახა ჯამბურია აირჩიეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა საკრებულომ პირველი სხდომა გამართა. სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დარბაიძემ გახსნა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დეპუტატებმა ორი კანდიდატი დაასახელეს:  კახა ჯამბურია ("ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო") და ევა ლომთაძე ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა").

ფარული კენჭისყრის შედეგად, კახა ჯამბურია18 ხმით იქნა არჩეული.
თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს დეპუტატი ივანე ხაჩიძე, მეორე მოადგილედ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს დეპუტატი გიორგი ღამბაშიძე, ხოლო მესამე მოადგილედ სიმონ კვერნაძე იქნა არჩეული. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ და „მესამე ძალა“ - ს წარმომადგენლებს.

საკრებულოს პირველ სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა სამი ფრაქციის შექმნას დაუჭირეს მხარი ესენია: ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ფრაქცია „უკეთესი მომავლისაკენ“.

| Print |
FaceBook Twitter Google