დისტანციურ სწავლებაზე 108 სკოლა და 369 ცალკეული კლასია გადასული
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გამო, საქართველოს მასშტაბით, დისტანციურ სწავლებაზე 108 სკოლა და 369 ცალკეული კლასი იმყოფება.
„ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.8%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71%“, – აცხადებენ სამინისტროში.

| Print |
FaceBook Twitter Google