კახეთში კორონავირუსით კიდევ 66 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 778 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 924 კვლავ თილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება:აჭარა - 89, იმერეთი - 270, ქვემო ქართლი - 130, შიდა ქართლი - 83, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 119, კახეთი - 66, მცხეთა-მთიანეთი - 36, სამცხე-ჯავახეთი - 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 808 საიდანაც: 6 455 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 611 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 362 პირი, 1 121 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 37 232 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 36 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 41 509 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google