კორონავირუსით საქართველოში კიდევ 59 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 042 პირი, გარდაიცვალა - 59.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 328 კვლევა, მათ შორის 36 011 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 317 PCR ტესტით.

| Print |
FaceBook Twitter Google