საქართველოში 9 დეკემბრამდე თბილი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 დეკემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოში +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი. 9 დეკემბერს გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს. 10 დეკემბრიდან ისევ გამოიდარებს და დათბება.

თბილისშიც 9 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 9 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google