კახეთში კორონავირუსით კიდევ 258 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1871 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 194, იმერეთი - 804, ქვემო ქართლი - 269, შიდა ქართლი - 343, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 366, კახეთი - 258, მცხეთა-მთიანეთი - 148, სამცხე-ჯავახეთი - 113, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 43.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 216 საიდანაც: 6 545 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 681 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 368 პირი, 1 135 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 37 536 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 32 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 40 779 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google