საქართველოში კოვიდზე აცრილია მოსახლეობის 35.8 პროცენტი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებულია 1 023 779 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 35.8%.

ქვეყანაში, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 205 262 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 42.4%. ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2 251 150 აცრა.

6 დეკემბერს, საქართველოში კოვიდზე აიცრა 12 194 ადამიანი. ამ დროისათვის საქართველოში კოვიდზე აცრა შესაძლებელია „ფაიზერით“, „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“.

| Print |
FaceBook Twitter Google