Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 226 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 875 806-ს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 091 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა
რაოდენობაა 817 963. კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 519 პირი
ემსხვერპლა.
7 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის
7.67%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.31% ხოლო 7 დღის მანძილზე -
7.96%.
მასალის გამოყენების პირობები