საქართველოში ვაქცინა 2 მილიონზე მეტმა პირმა გაიკეთა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2 264 582–მა პირმა ჩაიტარა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 212 180 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 42.7%–ია.
სრულად ვაქცინირებულია 1 028 797 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.0% ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 22 915 ადამიანს. 7 დეკემბერს აიცრა 11 943 ადამიანი. მათ შორის სამცხე-ჯავახეთში - 293.

გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 4 226 პირი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google