2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის დიდი რაოდენობა გავიდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს, საქართველოდან
ექსპორტირებული ღვინის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან
ექსპორტირებულია 96,150,065 ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი
საქართველოს პერიოდში ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.
ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით 14%- ით არის გაზრდილი.
მიღებული შემოსავალი 222 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის
ანალოგიურ მონაცემზე 4%-ით მეტია. ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე
ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია:
პოლონეთი - 29% (5908393); ჩინეთი - 26% (5469450); აშშ - 12%
(971714); გერმანია - 13% (751810); ლატვია - 10% (1634827); ლიეტუვა
- 44% (960928)
იაპონია - 12% (189844); დიდი ბრიტანეთი - 76% (702640).
მასალის გამოყენების პირობები