თელავი-ყვარლის გზაზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა
თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.  მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
| Print |
FaceBook Twitter Google