ბუსტერ დოზა 25%-ით აძლიერებს ორგანიზმის დაცვის უნარს „ომიკრონის“ მიმართ - ივანე ჩხაიძე
ძალიან სწრაფად ვრცელდება „ომიკრონი“. 25 ნოემბერს თუ მსოფლიოს 5-6 ქვეყანაში იყო გამოვლენილი, პრაქტიკულად 2 კირის შემდეგ უკვე 52 ქვეყანაში ფიქსირდება.

ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
„ალბათ მომდევნო დღეების ან კვირების განმავლობაში საქართველოშიც დაფიქსირდება „ომიკრონი. ბუსტერ დოზების უფრო აქტიური გამოყენება არის ის, რაც ჩვენ ახლა გვჭირდება. ბუსტერ დოზა 25%-ით აძლიერებს ორგანიზმის დაცვის უნარს „ომიკრონის“ მიმართ“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google