კახეთში კორონავირუსით კიდევ 159 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 562 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1566 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 215, იმერეთი - 602, ქვემო ქართლი - 193, შიდა ქართლი - 300, გურია - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 253, კახეთი - 159, მცხეთა-მთიანეთი - 89, სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 652 საიდანაც: 6 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 453, აჭარაში - 523, იმერეთში - 1 316. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 559 პირი, მათ შორის, თბილისში - 596, აჭარაში - 122, იმერეთში - 462. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 340 პირი, მათგან თბილისში - 190, აჭარაში - 32, იმერეთში - 32. 1 178 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 716 - თბილისში, 279 - აჭარაში. 37 188 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 2.თვითიზოლაციაში იმყოფება 39 260 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google