„კახეთი-იონში“ ვაქცინაციის კაბინეტი ფუნქციონირებს
გურჯაანში სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონში“ ვაქცინაციის კაბინეტი დაახლოებით ერთი თვეა, რაც ფუნქციონირებს.

ექიმი თერაპევტის, ეკატერინე ლიპარტაშვილის განმარტებით, აცრის მსურველი მოსახლეობის რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა.
„კახეთი-იონში კოვიდვაქცინაციის კაბინეტი ნოემბრის შუა რიცხვებში გაიხსნა. ასევე ჩვენიდან ვაქცინით მარაგდება მუნიციპალიტეტის სოფლების ამბულატორიებიც. გვაქვს სამი ტიპის ვაქცინა: ფაიზერი, სინოვაკი და სინოფარმი. ჩვენთანაც და სოფლებშიც მოსახლეობის მიმართვიანობამ საგრძნობლად მოიმატა. ვაკეთებთ ბუსტერ დოზებსაც და მოთხოვნა ამაზეც დიდია. “

| Print |
FaceBook Twitter Google