კახეთში XV-XVlსაუკუნეების „საქარავნე გზის“ ხიდი აღმოაჩინეს
ხიდი ყვარელი- ლაგოდეხის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზასთან, სოფელ მთისძირის მიმდებარე ტერიტორიაზეა ნაპოვნი.

სპეციალისტების განმარტებით, ის აგურითაა ნაშენები და წინასწარი ინფორმაციით, ირანისკენ მიმავალი “საქარავნე გზის” შემადგენელი ნაწილია. თაღოვანი ხიდი შვიდმეტრიანი სიგრძის და ორმეტრიანი სიგანისაა და ის, მდინარე არეშზე გადასასვლელად გამოიყენებოდა.

წერილი, რომლითაც კულტურის სამინისტროს, სპეციალურ სამუშაოებსა და კვლევებში დახმარებას სთხოვს, ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა უკვე მოამზადა. ხიდის ეკლებისგან გაწმენდის სამუშაოებს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ჩაატარებს.

| Print |
FaceBook Twitter Google