საგარეჯოში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა
საგარეჯოში მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა.
თვითმხილველების ინფორმაციით, თბილისის
მიმართულებით მოძრავი “ტოიოტას” მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ “მერსედერს ვიტოს” დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ “ტოიოტას” მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა, რამდენიმე მგზავრმა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო .

დაშავებულები სასწრაფო დახმარების  ბრიგადამ საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი ბინაზე უკვე გაწერეს.

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის მუხლით მიმდინარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google