სააკაშვილის საქმეზე მერაბიშვილის ყოფილ მოადგილეს წაუყენეს ბრალი
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე პროკურატურამ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

“მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ გიორგი ლორთქიფანიძისთვის ცნობილი იყო, მიხეილ სააკაშვილის საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გეგმის შესახებ და მისი დახმარების მიზნით შეიმუშავა და დაგეგმა – თუ რა დროს, რა საშუალებით, რა მარშრუტით და რა ხერხით უნდა მომხდარიყო მსჯავრდებულ მიხელ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა”, – აცხადებს პროკურატურა.

გიორგი ლორთქიფანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება. პროკურატურის ცნობით, გიორგი ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეების დარბევის საქმეზე, სხვა პირებთან ერთად, ბრალდებულია სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google