კახეთში კორონავირუსით კიდევ 166 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 454 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1575 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 575 შემთხვევა, აჭარა - 148, იმერეთი - 543, ქვემო ქართლი - 226, შიდა ქართლი - 280, გურია - 93, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 236, კახეთი - 166, მცხეთა-მთიანეთი - 86, სამცხე-ჯავახეთი - 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 723 საიდანაც: 6 266 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 555 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 344 პირი, 1 172 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 37 285 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 39 574 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google